კომპანია "GTS Group" გთავაზობთ სამღებრო სამუშაოების შესრულებას ISO 12944 სტანდარტის მიხედვით. ჩვენ გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა სირთულის ობიექტებზე სამუშაოების შესრულების. კომპანიას გააჩნია საკუთარი თანამედროვე აპარატურა: DINAMIC -მაღალი წნევის ელექტრო და დიზელის კომპრესორები. CLEMCO (www.clemcoindustries.com) ქვიშა-ჭავლური აპარატები, დამუშავების სტანდარტი Sa 2 ½ . GRACO (www.graco.com) უჰაერო გამფრქვევი სამღებრო აპარატები, ანტიკოროზიული და ცეცხლმედეგი საღებავის დასატანად ზედაპირზე. DEFLESKO- (www.defelsko.com) საღებავის დატანილი სისქის შესამოწმებელი, საღებავის ზედაპირზე მოჭიდების განმსაზღვრელი, სინესტის ტემპერატურის და დატანის პერიოდის განმსამზღვრელი, აბრაზიული დამუშავების ხარისხის განმსაზღვრელი აპარატები. აპარატები სერთიფიცირებული და კალიბრირებულია.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში, ყველა ეტაპზე მოწმდება ჩატარებული სამუშაოს ხარისხი, ტარდება საჭირო საექსპერტო მომსახურეობები, იწერება რეპორტების სახით, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების შემდგომ გვაქვს სრული მიმდინარე პროცესის მონიტორინგი და დასაბუთებული ექსპერტიზის დასკვნები.