კომპანიის შესახებ

შპს “ჯი თი ეს გრუპი” – GTS დაარსდა 2008 წელს. იგი არის HEMPEL-ის საღებავების ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია საქართველოში.

გარდა ამისა, ჯი თი ეს გრუპი ერთადერთი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც წარმატებით ახორციელებს ისეთ სპეციფიკურ მომსახურეობებს, როგორიც არის საპორტო ამწეების და სხვა სპეც. ტექნიკის შეკეთება, აღდეგენითი სამუშაოების წარმოება და ინსპექტირება, დაზიანებული შენობების და მეტალის კონსტრუქციების ზედაპირების დამუშავება, სპეც. ღებვა და მეტალო კონსტრუქციების მშენებლობა. ამასთან, ჩვენი კომპანიის უპირატესობა პროფესიონალ ადამიანურ რესურსებსა და წლების გამოცდილებაშია.

დარგის წამყვანი ინჟინრების, კონსტრუქტორების, ელექტრიკოსების გუნდი გვაძლევს საშუალებას ავიღოთ პასუხისმგებლობა და გარანტირებული მომსახურება მივაწოდოთ მომხმარებელს ისეთი მეტალის კონსტრუქციების შეკეთება/აღდგენაზე, რომლის ასაკი ითვლის 40–50 წელს, შეწყვეტილია მისი წარმოება და არც სათადარიგო ნაწილებია ხელმისაწვდომი.

ასევე, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტროქსელებისა და კარადების მონტაჟს ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით.

შპს "ჯი თი ეს გრუპი", როგორც HEMPEL-ის საღებავების ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიას საქართველოში, აქვს საშუალება მომხმარებელს ექსკლუზიური პირობებით მიაწოდოს სპეციფიური დანიშნულების საღებავები - საზღვაო, საკონტეინერო, დამცავი, დეკორატიული და სხვა.

კომპანიის პროდუქტებითა და მომსახურებებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 424 424, 577 43 05 05

კომპანიის შესახებ

ჩვენ გვენდობიან