ჰემპელის ინდუსტრიული საღებავები

ჩვენ ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს საქართველოში

დამცავი საშუალებები პორტებისა და კონტეინერებისათვის

მაქსიმალური დაცვა

გემებისა და მცურავი საშუალებების დამცავი საღებავები

ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ


 

                შპს "ჯი თი ეს გრუპი"

          HEMPEL-ის ოფიციალური 

     წარმომადგენელი საქართველოში

 

                    

 

 

 

 

 

  

 

   

        დაფარვის სისტემა 12944

 

 

       

 

 

 
 
საზღვაო საღებავები

 

           

HEMPEL არის ლიდერი საზღვაო საღებავების წარმოებაში. HEMPEL საზღვაო საღებავები განკუთვნილია:

  • გემის გარე და შიდა ზედაპირისთვის
  • გემის წყალქვეშა ნაწილისთვის
  • გემბანისთვის
  • ნავსადგურისთვის
  • სხვა კონსტრუქციებისთვის, რომლებიც ნესტიან გარემოში განიცდიან კოროზიის ზემოქმედებას

 

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: 577 424 424.

 

საზღვაო საღებავები

HEMPEL-ის საზღვაო საღებავები შეესაბამებაIMO-PSPC (International Maritime Organization Performance Standard for Protective Coatings) საერთაშორისო სტანდარტს, რაც სრულიად გამორიცხავს ეკოლოგიური დაბინძურების მინიმალურ შესაძლებლობასაც კი. HEMPEL-ის საზღვაო პროდუქტები ამცირებს საზღვაო ტრანსპორტის საწვავის მოხმარებას, ტექნიკური განახლების საჭიროებასა და დოკის ხარჯებს.

HEMPADUR QUATTRO – 17634 - ორკომპონენტიანი, უნივერსალური ეპოქსიდური გრუნტ-საღებავი, რომელიც ქმნის მყარ და მტკიცე საფარს, გამოირჩევა მაღალი აბრაზიული, ზღვის წყლისა და ნავთობპროდუქტების მიმართ მედეგობით. გამოიყენება გემის ძირის, სატვირთო ცისტერნების შესაღებად.

იხილეთ ტექ.რუქა

 


 

HEMPEL'S ANTIFOULING OLYMPIC+ 72950 – მაღალი სიმკვრივის მქონე პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია გემის ძირის შესაღებად. მასალის სტრუქტურა გამორიცხავს გემის ძირზე რაიმე ცოცხალი ორგანიზმების მიკვრას.

 

იხილეთ ტექ.რუქა


 

 HEMPAGUARD X7 89900 ეს არის HEMPEL ის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი საზღვაო საღებავებში. გამოიყენება ნებისმიერი სიჩქარით მოძრავი მცურავი საშუალების მთლიანი წყალქვეშა კორპუსის შესაღებად. ეს სილიკონიზ ბაზაზე დამზადებული მაღალეფექტური ეკო საღებავია, რომელიც დოკის საჭიროების ინტერვალს ზრდის 90 თვემდე. საკონტეინერო ხომალდის HYUNDAI GENERAL-ის მთლიანი წყალქვეშა კორპუსი 2014 წელს მისი ექსპლოატაციის მანძილზე მესამედ შეიღება HEMPEL-ის საღებავებით, ბოლოს გამოყენებულ იქნა HEMPAGUARD X7 89900.

იხილეთ ტექ.რუქა


 

 HEMPALIN ENAMEL 52140 აკრილური, პრიალა, ელასტიური ემალი. გამოირჩევა ატმოსფერული ზემოქმედების, მარილიანი წყლის, მინერალური ზეთებისა და ალიფატური ნახშირწყლების მიმართ მედეგობით. გამოიყენება როგორც ბოლო პირის საღებავი, როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის, როგორც მეტალის, ასევე ზის ზედაპირებისთვის აგრესიულ გარემოში. განკუთვნილია გემბანისთვის, სამანქანო ნაწილის, ძირითადი ძრავის და სხვა დამხმარე მოწყობილობებისთვის.

 იხილეთ ტექ.რუქა


 

 2015 წლის სიახლე! - HEMPADUR EASY 47700 საზღვაო გრუნტი

HEMPADUR EASY 47700 გრუნტი "ყველა სეზონი" - ნებისმიერ კლიმატურ პირობებში გამოყენებადი ორკომპონენტიანი ეპოქსიდური საზღვაო გრუნტ-საღებავი, საიმედო საფარი სატვირთო გემებისთვის, ტანკერებისთვის და ნებისმიერი სხვა ტიპის მეტალის კონსტრუქციისთვის, რომლის ექსპლოატაციაც ხდება აგრესიულ გარემოში. გამოიყენება როგორც გემის წყალქვეშა, ასევე წყალსზედა ნაწილისთვის.მნიშვნელოვანია მისი ზედაპირის მიმართ ტოლერანტობა: როგორც აღმდგენი ფუნქციის მქონე პროდუქტი, ზედაპრი, რომელზეც ამ საღებასვ დავიტანთ, შესაძლოა არ იყოს ისეალურად დამუშავებული. 

იხილეთ ტექ.რუქა