ჰემპელის ინდუსტრიული საღებავები

ჩვენ ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს საქართველოში

დამცავი საშუალებები პორტებისა და კონტეინერებისათვის

მაქსიმალური დაცვა

გემებისა და მცურავი საშუალებების დამცავი საღებავები

ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ


 

                შპს "ჯი თი ეს გრუპი"

          HEMPEL-ის ოფიციალური 

     წარმომადგენელი საქართველოში

 

                    

 

 

 

 

 

  

 

   

        დაფარვის სისტემა 12944

 

 

       

 

 

 
 
სპეც ღებვა, პროფესიონალური ღებვა

 სპეც. ღებვა, პროფესიონალური ღებვა

კომპანია "ჯი თი ეს გრუპი" გთავაზობთ პროფესიონალური ღებვითი სამუშაოების კომპლექსს. ჩვენ ვასრულებთ სამღებრო სამუშაოებს ნებისმიერი სახეობის ლითონის კონსტრუქციებისათვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ჩვენი სპეციალისტების მუშაობის სისწრაფე  და ხარისხი გარანტირებულია.

შეღებვა – მნიშვნელოვანი ელემენტია ანტიკოროზიული სპექტრის ღონისძიებების სერიაში ლითონის კონსტრუქციების ექსპლუატაციისათვის მოსამზადებლად.

ზედაპირების შეღებვა შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა მიზნებისათვის: 1. მათი  გარეგნული სახის გასაუმჯობესებლად,

2. გარემოს მავნე  ზემოქმედებისგან დასაცავად (ტემპერატურა, წნევა და სხვ.).  

ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შეღებვითი სამუშაოების  დროს დადებული საფარის გამძლეობას, არის ზედაპირის წინასწარი  გასუფთავების ხარისხი. ახალ კონსტრუქციებზე აუცილებელია  გავასუფთაოთ ზედაპირი ჭუჭყისგან, ძველებზე – ლაქ-შემღებავი  საფარების წინა შრეების ნარჩენებისგან. ასევე გატარებული უნდა  იქნას მოსამზადებელი სამუშაოების კომპლექსი – გაუცხიმოვნება,  დაგრუნტვა, ემალის დადება. თუ ეს ფაქტორები არ იქნება  გათვალისწინებული, ახალი საფარით ზედაპირის შეღებვა არ მოგვცემს  გამძლე და ერთგვაროვან აპკს, არ იქნება გრძელვადიანი და არ  შეასრულებს თავის ფუნქციებს.

ახალი ზედაპირის ღებვა

შეღებვითი სამუშაოები  აბსოლუტურად ახალ ლითონის კონსქტრუქციებზე მოიცავენ თავის  თავში ლითონის ზედაპირის დამუშავებას გრუნტით და შემდგომ  შეღებვას. ასეთი ვარიანტი შესაძლებელია მხოლოდ ჟანგვის ნიშნების  სრული არარსებობისას, რაც მეტად იშვიათია. თუ არსებობს ლპობის მინიმალური ნიშნები – აუცილებელია ზედაპირის დამატებითი დამუშავება სპეციალური ნივთიერებით – ჟანგის გარდამქნელით.

მოძველებული, დაზიანებული ზედაპირის ღებვა

ზედაპირების შეღებვა, რომლებსაც გააჩნიათ ლპობის მნიშვნელოვანი ნიშნები ან რომლებიც მანამდე უკვე ექვემდებარებოდნენ შეღებვას, ხდება სხვა მეთოდით. ასეთ შემთხვევაში შეღებვითი სამუშაოების ჩატარებამდე აუცილებელია ზედაპირის გულმოდგინე წინასწარი გასუფთავება. ასეთი გასუფთავების მიზანია შებერილობის გახსნა ლითონის კონსტრუქციის ზედაპირზე, რომელიც წარმოიშვა ტენის მოხვედრის გამო შეღებვის წინა ფენის ქვეშ. თუ არ მოვახდენთ გასუფთავებას, ახალი საფარით შეღებვა არ მოგვცემს საჭირო შედეგს – კოროზიის პროცესი გაგრძელდება ამ შებერილობებში საფარის ფენის ქვეშ. გასუფთავება წარმოებს ხელით ან მექანიკური საშუალებების გამოყენებით.

ზედაპირების დაგრუნტვის ეტაპი მისი გასუფთავების შემდეგ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვანს შეღებვითი სამუშაოებისას. სწორედ ხომ დადებული გრუნტის ხარისხზეა დამოკიდებული ლაქ-შეღებვითი საფარის მიმაგრება ლითონის ზედაპირზე. ესაა შეღებვითი სამუშაოების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი, რადგანაც დადებული გრუნტი საჭიროებს გულმოდგინე გაშრობას. საღებავის დადება მოსამზადებელ ზედაპირზე ხდება ერთ ან ორ ფენად. ეს დამოკიდებულია სამუშაოების დაფინანსებაზე და გამოყენებული საღებავის ხარისხზე.

რას გთავაზობთ "ჯი თი ეს გრუპი"?

ჩვენი კომპანიის სპეციალისტები ჩაატარებენ შეღებვითი სამუშაოების მთელ კომპლექსს თქვენს ობიექტზე მასალის და გამოყენებული მეთოდების ყველა ნიუანსების და სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც იძლევა დადებული საფარის გამძლეობისა და ძალიან დიდი ხნის ექსპლუატაციური თვისებების გარანტიას.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 424 424.