ჰემპელის ინდუსტრიული საღებავები

ჩვენ ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს საქართველოში

დამცავი საშუალებები პორტებისა და კონტეინერებისათვის

მაქსიმალური დაცვა

გემებისა და მცურავი საშუალებების დამცავი საღებავები

ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ


 

                შპს "ჯი თი ეს გრუპი"

          HEMPEL-ის ოფიციალური 

     წარმომადგენელი საქართველოში

 

                    

 

 

 

 

 

  

 

   

        დაფარვის სისტემა 12944

 

 

       

 

 

 
 
ქვიშა-ჭავლური დამუშავება

 

 

 

ქვიშა-ჭავლური დამუშავება

კომპნია "ჯი თი ეს გრუპი"  გთავაზობთ ზედაპირების ქვიშა-ჭავლურ დამუშავებას შემდგომი , დეკორატიული ანჰიდროიზოლაციური ლაქ-შემღებავი ნაერთებით დამუშავებისათვის.

კომპანია"ჯი თი ეს გრუპი"ახორციელებს ნებისმიერი ზედაპირის ქვიშა-ჭავლურ დამუშავებას, მიუხედავად მათი ფორმისა, ზომისა ან დაბინძურების ხარისხისა. ჩვენ ვატარებთ ქვიშა-ნაკადოვან სამუშაოებს თანამედროვე მობილური მოწყობილობის გამოყენებით, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მივაღწიოთ მუშაობის სისწრაფეს 60 კვ. მეტრამდე საათში. ქვიშა-ნაკადოვანი სამუშაოების ხარისხი და სისწრაფე წარმოადგენს ჩვენს ძირითად უპირატესობას.

კომპანიაში ქვიშა-მოშხეფვის ღირებულება მერყეობს 19-დან 39 ლარამდე ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელთა შორის მთავარია გასასუფთავებელი ზედაპირის დაბინძურების ხარისხი და ტიპი, კონსტრუქციის ტიპი და სირთულე შეკვეთის მოცულობა.

შეკვეთებისთვის დაგვიკავშირდით: 0790 510 510, 577 424 424

 

რისთვის არის საჭირო ქვიშა–ჭავლური დამუშავება?

ქვიშა–ნაკადოვან დამუშავებას აქვს ორი ძირითადი დანიშნულება:

1. ზედაპირების მომზადება შემდგომი ანტიკოროზიული, დეკორატიული ანჰიდროიზოლაციური ლაქ-შემღებავი ნაერთებით დამუშავებისათვის

2. დეკორატიული ზედაპირების, გრანიტის, აგურის, ბეტონის შენობების, ქვის ნაგებობების,  გასუფთავება ჭუჭყისგან, ნალექებისგან, წარწერებისგან

ყველაზე თანამედროვე საფარები აღმოჩნდებიან არაეფექტურნი და არაგამძლე, თუ მათ დადებამდე არ იქნა გატარებული ზედაპირის ქვიშა-ნაკადოვანი დამუშავება. იგი გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ამ მასალების მოქმედების ეფექტურობა და მნიშვნელოვნად გავახანგრძლივოთ მათი მომსახურების ვადა.

ქვიშა-ნაკადოვანი დამუშავების დამატებითი პლიუსი არის ზედაპირის მიერ შეძენილი ხორკლიანობა, რომლის წყალობითაც დამუშავებულ ზედაპირზე უკეთესად ემაგრება შემდეგში მასზე დადებული საფარველი.ქვიშა-ნაკადოვანი დამუშავება არის ყველაზე მოქმედი, ეფექტური, უნივერსალური, მასიური და მარტივი მეთოდი კოროზიული ან დაბინძურებული ზედაპირის გასაწმენდად.

 

როგორ ხორციელდება ქვიშა–ჭავლური დამუშვება?

ქვიშა- ნაკადოვანი სამუშაოების ძირითადი პრინციპი მდგომარეობს მასალის ზედაპირის გასუფთავებაში წვრილი კვარცის სილის სწრაფად მოძრავი ნაკადით, რომლის გაფანტვა ხდება ჰაერის მეშვეობით. ზოგჯერ კვარცის ქვიშის ნაცვლად იყენებენ კუპერშლაკს, რაც იძლევა უფრო ეფექტური ქვიშა-ნაკადოვანი დამუშავების ჩატარების საშუალებას მტვრის ნაკლები რაოდენობით.

ქვიშა-ნაკადოვანი დამუშავება წარმოებს სპეციალური ქვიშა- ნაკადოვანი აპარატის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს რა მობილურ მოწყობილობას, არ ზღუდავს ქვიშა-ნაკადოვანი დამუშავების გამოყენების სფეროს. დამუშავების ასეთი მეთოდის ღირსება არის ის, რომ შეკუმშული ჰაერის ნაკადის რეგულირებით შესაძლებელია მივიღოთ მასალის გასუფთავების საჭირო ხარისხი. ყველაზე ზედაპირული დამუშავებიდან, ერთგვაროვან ზედაპირამდე დამუშავებამდე გარეშე ელემენტებისა და ჩანართების გარეშე.

ქვიშა-ნაკადოვანი სამუშაოებს დიდ ღირსებებთან ერთად გააჩნიათ რამდენიმე უარყოფითი მხარეც. ერთ-ერთი მინუსია მაღალი მტვრის წარმოშობადობა. მაგრამ ამ ნაკლს ადვილად ავირიდებთ თავიდან წყლის ნაკადით, მტვრის გარეშე ტექნოლოგიის ქვიშა-ნაკადოვანი სამუშაოებით და თერმომოწყობილობის გამოყენებით ქვიშა-ნაკადოვანი სამუშაოებისთვის.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: 577 424 424.