ჰემპელის ინდუსტრიული საღებავები

ჩვენ ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს საქართველოში

დამცავი საშუალებები პორტებისა და კონტეინერებისათვის

მაქსიმალური დაცვა

გემებისა და მცურავი საშუალებების დამცავი საღებავები

ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ


 

                შპს "ჯი თი ეს გრუპი"

          HEMPEL-ის ოფიციალური 

     წარმომადგენელი საქართველოში

 

                    

 

 

 

 

 

  

 

   

        დაფარვის სისტემა 12944

 

 

       

 

 

 
 
ანტი კოროზია



ანტიკოროზია

კომპანია "ჯი თი ეს გრუპი" მოხარულია შემოგთავაზოთ ზედაპირების კოროზიის საწინააღმდეგო დამუშავება დამცავი ლაქ-შემღებავი მასალების მეშვეობით.

შესაძლებელია ნებისმიერი ზომისა და ფორმის კონსტრუქციების და ნაგებობების კოროზიის საწინააღმდეგო დამუშავება. გამოყენებული მასალების ხარისხი, ასევე ჩვენი სპეციალისტების მუშაოების სისწრაფე და კვალიფიციურობა სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

შეკვეთებისთვის დაგვიკავშირდით: 0790 510 510, 577 424 424.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიკოროზიული დამუშავება?

ნებისმიერი თანამედროვე სამშენებლო ნაგებობა მოიცავს მეტალურ ელემენტებს. ძირითადად ეს არის საყრდენები, ძელები და სხვა არაარსებითი კონსტრუქციები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ამ დეტალების საიმედოობა, სიმყარე და გრძელვადიანობა. ამაზე ხომ მთლიანი ნაგებობის საიმედოობაა დამოკიდებული. ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მეტალური ნაკეთობების გრძელვადიანობაზე, არის მისი კოროზიისადმი მედეგობა. კოროზიისადმი მედეგობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება კოროზიის საწინააღმდეგო დამუშავებით.

რა არის კოროზია და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას?

კოროზიას უწოდებენ ლითონის დაშლის პროცესს გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად. ეს ხდება ლითონის იმ ნივთიერებებისადმი არაგამძლეობის გამო, რომლებიც იმყოფებიან გარემოში. კოროზია ცვლის ლითონის ფიზიკურ თვისებებს, აქვეითებს რა მის მედეგობას. კოროზიულ პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს მაღალი ტემპერატურა და აგრესიული გარემოს არსებობა. კონსტრუქციის ლითონური ელემენტების დაჟანგვა კოროზიის ყველაზე გავრცელებული და საშიში სახეა, რომელსაც მოაქვს მილიარდობით ზარალი მთელი მსოფლიოსათვის. კოროზიული პროცესების თავიდან აცილებისათვის აუცილებელია ანტიკოროზიული დამუშავების ჩატარება.

რას გთავაზობთ ჯეო ტრანს სერვისი?

ანტიკოროზიული დამუშავებისა და ლითონის კოროზიისგან დასაცავად უფრო მოსახერხებელია სპეციალური საღებავების და ლაქების გამოყენება. ასეთ მეთოდს გააჩნია ბევრი ღირსება: საფარის ფერის არჩევის შესაძლებლობა, ნებისმიერი ფორმისა და ზომის კონსტრუქციის დამუშავების შესაძლებლობა, ანტიკოროზიული საფარის დადების სიმარტივე.

თუმცა ანტიკოროზიული დამუშავებისათვის გარდა ლაქ-შემღებავი მასალებისა ამჟამად სულ უფრო მეტ პოპულარობას იპყრობენ პოლიეთილენის, პოლივინილქლორიდის, ფტოროპლასტის და სხვათა პოლიმერული ანტიკოროზიული საფარები. ასეთი საფარები გამოირჩევიან მაღალი მჟავა- და ტუტემედეგეობით. ასევე შესაძლებელია ანტიკოროზიული დამუშავება კაუჩუკის და ბიტუმების მეშვეობით (მიწისქვეშა ლითონის კონსტრუქციებისათვის).

დადებული საფარის ხარისხი და გამძლეობა პირდაპირ დამოკიდებულიაშემდეგ ორ ფაქტორზე:

1. ზედაპირის წინასწარი გასუფთავების ხარისხი

2. ანტიკოროზიული საფარის სწორი არჩევა

ამ ორი პირობის დაცვა საშუალებას აძლევს ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს, რომ წარმატებით განახორციელონ ანტიკოროზიული დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ლითონის კონსტრუქციის სიმტკიცეს, მომსახურების ვადის გაგრძელებას და უზრუნველყოფენ მათ შემდგომ საიმედო დაცვას კოროზიისგან.