HEMPEL-ის ანტიკოროზიული, დამცავი საღებავები და გრუნტები
ბოლო პირის საღებავები მაღალ აგრესიული გარემოსათვის:
HEMPATHANE TOPCOAT – 55210 –ორკომპონენტიანი, ნახევრად პრიალა, პოლიურეთანის საღებავი მაღალი ფერითა და სიპრიალით. გამოიყენება როგორც ბოლო პირის საღებავი მეტალის კონსტრუქციებისთვის მაღალ აგრესიულ გარემოში. ფერი: თეთრი და ნებისმიერი სხვა; დაფარვის არეალი: 1 ლიტრი - 11კვ.მ-მდე.
HEMPATHANE TOPCOAT – 55610 - ორკომპონენტიანი, ნახევრად პრიალა პოლიურეთანის საღებავი განსაკუთრებით მედეგი ფერითა და სიპრიალით. შეიცავს ცინკის ფოსფატს, გამოიყენება, როგორც ბოლო პირის საღებავი მეტალის კონსტრუქციებისთვის მაღალ აგრესიულ გარემოში, თუმცა საშუალოდ აგრესიულ გარემოში დასაშვებია პირდაპირ მეტალზე გამოყენებაც. ფერი: თეთრი და ნებისმიერი სხვა; დაფარვის არეალი 1 ლიტრი - 10კვ.მ-მდე.
HEMPADUR MASTIC – 45880 – ორკომპონენტიანი ეპოქსიდური გრუნტ- საღებავი, რომელიც გამოიყენება, როგორც პირველ პირად და შუალედურ ფენად, ასევე, ბოლო პირის საღებავად მაშინ, როცა ვიზუალურ მხარესთან შედარებით მტკიცე ზედაპირი და საიმედო დაცვა უფრო მნიშვნელოვანია. აქვს გამოყენების ფართო სპექტრი: მეტალის წყალქვეშა კორპუსიდან დაწყებული, ვაგონებისა და ცისტერნების შიგნითა ზედაპირით დამთავრებული. დაფარვის არეალი: 1 ლიტრი - 7 კვ.მ-მდე.
HEMPADUR FAST DRY – 15560 – ორკომპონენტიანი სწრაფად შრობადი ეპოქსიდური ცინკის ფოსფატის შემცველი გრუნტი, რომელიც გამოიყენება
მაშინ, როცა მნიშვნელოვანია ზედაპირის საიმედო დაცვა მტკიცე საფარით და სწრაფად გაშრობა (მაგ. ქარხნულ პირობებში). გამოიყენება მაღალ აგრესიულ გარემოში. დაფარვის არეალი: დაფარვის არეალი: 1 ლიტრი - 7კვ.მ-მდე.